Monday, June 26, 2017

ჩემი ელექტრონული სასწავლო რესურსი 7-9 კლასებისთვის

http://LearningApps.org/display?v=p648xfsda17 
      


მოცემული რესურსი განკუთვნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, 7-9 კლასი. ის მოსწავლეს გაახსენებს ნასწავლ ანტონიმებს და დაეხმარება განამტკიცოს ეს მასალა. მისი გამოყენება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: მოსწავლემ აწკაპებს ერთ-ერთ უჯრას დაიმახსოვრებს, რომელი სიტყვა ეწერა და ეცდება დაუწყვილოს ანტონიმი სათითაოდ ყველა  სიტყვას, იმ შემთხვევაში, თუ სწორად დააწყვილებს ანტონიმებს, უჯრები დარჩება ღია, ხილულად, თუკი არასწორ უჯრას გაუხსნის სიტყვას, მაშინ ორვე უჯრა დაიხურება და თავიდან იწყებს ისევ უჯრების გახსნას. იგივე ცხრილის გამოყენება შეუძლია სხვა საგნის მასწავლებლებსაც.
მოცემული რესურსი თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
უცხ.ს.I.33. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
·           იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა).

უცხ.ს.I.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
 იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;



No comments:

Post a Comment

კვლევა/კითხვარი

ჩემი ბლოგის ვიზიტორებო, ძალიან გთხოვთ კომენტარებში გასცეთ ჩემს კითხვებს გულახდილი პასუხები, რათა უკეთ გავიგო ჩემი ბლოგის მნიშვნელობის და გაუ...